суббота, 27 июня 2015 г.

სასწავლო პროექტი - რუსი პოეტები და საქართველო


პროექტის სახელი: რუსი პოეტები და  საქართველო
პროექტის  მიზანი: 1.მოსწავლეთა დაინტერესება რუსი პოეტების
ბიოგრაფიებით.2.მათი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნისადმი.
3.მათი პოეტური შედევრების გაცნობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას
მიუძღვნეს.
პროექტის მოკლე აღწერა:1.თემის შერჩევა და მისი მნიშვნელობა.მოსწავლეები  მოიძიებენ პოეტების შემოქმედების შესახებ  საჭირო და საინტერესო  მასალას.გამოიყენებენ  ისტ-ს,
რაც ხელს შეუწყობს კვლევითი  უნარების განვითარებას,რუსული ნისა და კულტურის მიმართ  ინტერესის გაზრდას.მოსწავლეები გაერთიანდებიან ჯგუფებად.თითოეულ
ჯგუფს ექნება აღწერილი ყველ ნაბიჯი, ეყოლება ლიდერი, რომელიც  წარადგენს  შექმნილ ნამუსევრებს.
I  ჯგუფი- ა.პუსკინი და  საქართველო.
II  ჯგუფი-მ. ლერმონტოვი   და  ,,მწირი."
III  ჯგუფი-ა  გრიბოედოვი  და ნ. ჭავჭავაძე.
IV  ჯგუფი-ს. ესენინი  და  საქართველო.
V  ჯგუფი-ბ. პასტერნაკი და საქართველო.
მონაწილეთა  ასაკი: 16წ.
პროექტის  ვადები  და ხანგრძლივობა:1 თვე
მოსალოდნელი  შედეგები: მოსწავლეები  განსაზღვრავენ  მიზანს  და
იყენებენ შესაბამის სტრატეგიებს,მონაწილეობენ ინტერაქციაში,იყენებენ ზეპირმეტყველების  სტანდარტებს, ფაქტობრივი მასალის შემცველ ტექსტებს.
 პროექტისთვის საჭირო რესურსები: ფოტო-ვიდეო მასალა,ინტერნეტი.
საგნებთან/ეროვნულ -სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები იყენებენ სწავლის ყველა მიმართულებას და
სტრატეგიას.
პროექტის ხელმძღვანელი:მ.კუჭავა
medea.kuchava@gmail.com